imedi /  11 აგვისტო 2017, 19:13 / სანდო წყარო

რიკოთზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

ავარია

რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს მაზდას მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი დაეჯახნენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ხუთივე მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები ზესტაფონის და ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით ავტოავარია სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები ()