imedi /  11 აგვისტო 2017, 20:13 / სანდო წყარო

თბილისი-ქუთაისის მაგისტრალზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ წევასთან, თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. საზოგადოებრივის ცნობით, ავარიაში მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები ()