imedi /  11 აგვისტო 2017, 22:16 / სანდო წყარო

ძმები ჯაფაროვები, რომლებსაც ნარკორეალიცაზიას ედავებიან, პოლიციაში თავად გამოცხადდნენ

სპეცოპერაცია ფონიჭალაში

ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

დაკავებულთა ძმამ imedinews-ს განუცხადა, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე ძმები ჯაფაროვები პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს და იქვე დააკავეს. სწორედ დაკავების შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია და ჩხრეკა მათ საცხოვრებელ 2 სხვადასხვა სახლში.

დაკავებული ძმების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა შავი პარკით ნარკოტიკები საძინებელში, ლეიბიდან ამოიღეს. მათი მტკიცებით, ჯაფაროვებს ნატკოტიკებთან შეხება არ ჰქონიათ და ნარკოტიკები სახლში თავად სამართალდამცველებმა მიიტანეს.

დაკავებულთა ოჯახის წევრები სპეცრაზმის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც ლაპარაკობენ. მათი თქმით, ოჯახის წევრები ჩხრეკის პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდანცველებმა არ მისცეს და შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია 2 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძმები ჯაფაროვები სპეცოპერაციისას დააკავეს.

კომენტარები ()