imedi /  12 აგვისტო 2017, 13:30 / სანდო წყარო

ლევან იზორია ხვალ ავღანეთში ჩავა

ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხვალ ავღანეთში ჩავა. ის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს თანამებრძოლის, მდინარი თბებიაშვილის, დაღუპვას მიუსამძიმრებს. ლევან იზორია ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება, სადაც დაჭრილ ქართველ სამხედროებს მოინახულებს.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მდინარი ბებიაშვილი 10 აგვისტოს დაკრძალეს. ის ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას, თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები ()