imedi /  12 აგვისტო 2017, 13:27 / სანდო წყარო

შსს-მ ფონიჭალის სპეცოპერაციაზე განცხადება გაავრცელა

შსს ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ფონიჭალაში სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს.

კომენტარები ()