imedi /  12 აგვისტო 2017, 13:59 / სანდო წყარო

ბათუმში, საბაგიროსთან გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ექიმებს 40 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ კაცს სრულწლოვანი შვილი ახლდა, რომელიც ამბობს, რომ მამამისი ავადმყოფობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები ()