imedi /  12 აგვისტო 2017, 15:43 / სანდო წყარო

ბარათაშვილის ხიდთან სამგზავრო ავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა

ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. #23 ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ავტობუსის მგზავრია. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები ()