imedi /  12 აგვისტო 2017, 16:48 / სანდო წყარო

გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 500 კვ/მ ფართობზე არსებული ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე. ამის შესახებ ipn-ი წერს.

ადგილზე ხანძრის ლიკვიდაციას ორი სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი ფართო მასშტაბზე არ გავრცელებულა.

კომენტარები ()