imedi /  12 აგვისტო 2017, 19:43 / სანდო წყარო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წელს გადაცილებული კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ipn-ი წერს. 

არსებული ინფორმაციით, კაცი გზაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შსს-ს ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები ()