imedi /  12 აგვისტო 2017, 21:30 / სანდო წყარო

ვარკეთილში ხანძარი გაჩნდა

ვარკეთილში, მესამე მასივის ზემო პლატოზე ხაძარი გაჩნდა. ამის შესახებ ipn-ი წერს. 

გავრცელებული ცნობით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, გამხმარ ბალახს მოეკიდა  და დაახლოებით 400 კვ. მეტრზე გავრცელდა. 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები ()