imedi /  13 აგვისტო 2017, 13:50 / სანდო წყარო

მესტიის მთაზე ხანძარია

სვანეთში, მესტიაში ტყის ნაწილი იწვის. ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ტერიტორია ტექნიკისთვის მიუდგომედ ადგილასაა და მისი ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მესტიის გამგებლის ინფორმაციით, ხანძრამდე მისასვლელად ფეხით სავალი ორ საათიანი გზაა. რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა სავარაუდოდ გართულდება.

გავრცელებული ცნობითთ, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში შსს ვერტმფრენები ჩაერთვებიან. ისინი უკვე მიფრინავენ შემთხვევის ადგილზე.

კომენტარები ()