imedi /  13 აგვისტო 2017, 16:22 / სანდო წყარო

საყდრისის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარედ, საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ცეცხლი 6 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. დაიწვა ხმელი ბალახი და ბუჩქნარი. ცეცხლი არ გავრცელებულა მიმდებარედ არსებულ ტყის მასივზე და კოტეჯებზე.

ხანძრის ჩაქრობას მეხანძე-მაშველების ოთხი ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში ცეცხლი დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა.

კომენტარები ()