imedi /  13 აგვისტო 2017, 17:02 / სანდო წყარო

აეროპორტის გზაზე ავარიაში სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ

თბილისში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე,  რიგითი შ.ლ. და კაპრალი ი.ბ. დაიღუპნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გზაზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უსამძიმრებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები ()