imedi /  13 აგვისტო 2017, 18:29 / სანდო წყარო

ბორჯომში არაბი ტურისტი გარდაიცვალა

კვადროციკლის ამოტრიალების გამო ბორჯომში ერთი პირი გარდაიცვალა.ამის შესახებ ipn-ი წერს. 

ბორჯომში, ე.წ. პლატოს აღმართზე კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ბავშვები და კვადროციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები ()