imedi /  13 აგვისტო 2017, 19:36 / სანდო წყარო

შსს: მინისტრის შეუძლოდ ყოფნაზე გავრცელებული ცნობა სიცრუეა

გიორგი მღებრიშვილი

რამდენიმე ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა ცნობა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის შეუძლოდ გახდომის და კლინიკაში გადაყვანის შესახებ. სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლების თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოცემების ვარაუდით, მინისტრის ჯანმრთელობის გაუარესება რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რომელშიც გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადიციაზე ლაპარაკობს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და რუსი პრანკერების მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს არასერიოზული უწოდა.

კომენტარები ()