imedi /  13 აგვისტო 2017, 19:58 / სანდო წყარო

მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბანგურიანის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მცირე კერები დარჩენილია. ხანძრის სალიკვიდაციო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი მონაწილოებს. 

ბანგურიანის მთაზე ცეცხლი 2 ჰექტრამდე ფართობზე  გავრცელდა. რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანების ადგილზე მობილიზება ვერ ხერხდებოდა და სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ხანძრის ლიკვიდირების პროცესში ვერტმფრენის დახმარება.

ეროვნული სატყეო საგენტოს განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მაღალი ტემპერატურა ან მოსახლეობის დაუდევრობა გამხდარიყო.

კომენტარები ()