imedi /  02 თებერვალი 2017, 12:00 / სანდო წყარო

გიორგი მღებრიშვილი BP-ს წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი British Petroleum-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენების უსაფრთხოების საკითხები, რისკების კონტროლისა და რეაგირების მექანიზმები განიხილეს.

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს შს სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები ()