imedi /  14 თებერვალი 2017, 09:50 / სანდო წყარო

გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის ელჩს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ
გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმი არსებობს.

შეხვედრაზე შს მინისტრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და თურქ ხალხს ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები ()