ძალოვნები

imedi /  14 თებერვალი 2017, 12:05 / სანდო წყარო

შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღების წესი შეიცვალა

თავდაცვის სამინისტრო

შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელებს განახლებული წესით იღებენ.

შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში ახალწვეულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჩინოსნები და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი დახვდნენ.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ახალწვეულებს გენერალური შტაბის უფროსი პირადად გაესაუბრა და წვევამდელთა სისტემის ახალი პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები სამი თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები.

ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. 

კომენტარები ()