REUTERS /  15 თებერვალი 2017, 08:30 / სანდო წყარო

რუსული თვითმფრინავები ამერიკულ ხომალდს მიუახლოვდნენ

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა შავ ზღვაში ამერიკულ ხომალდთან ახლოს სახიფათო მანევრები შეასრულეს. ინფორმაციას REUTERS-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტატების თავდაცვის უწყებაში რუსული ავიაციის ქმედება საფრთხის შემცველად შეაფასეს. ევროპაში შეიარაღებული ძალების წარმომადგენელის თქმით, ამერიკულ ხომალდთან სახიფათო მანევრები რუსულმა "სუ 24"- ებმა და "ილ 38"-მა განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები ()