ძალოვნები

imedi /  15 თებერვალი 2017, 14:40 / სანდო წყარო

ლევან იზორია ნატოს მინისტერიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

ბრიუსელი
ნატოს შტაბ-ბინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მინისტერიალის მეორე დღეს კი ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი.

16 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან, კენეტ ჰენდელმანთან. 

თავდაცვის მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. ორი დღის განმავლობაში თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებია. მინისტრები ასევე იმსჯელებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე საფრთხეებზე.

კომენტარები ()