ძალოვნები

imedi /  15 თებერვალი 2017, 17:14 / სანდო წყარო

საზღვარს 28 ახალი მესაზღვრე დაიცავს

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას 28 მესაზღვრე შეემატა. 

მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება შსს-ს აკადამიაში დღეს გაიმართა და მას სასაზღვრო პოლიტიციის უფროსი და შსს-ს აკადემიის რექტორი დაესწრნენ. 

როგორც სასაზღვრო პოლიციაში აცხადებენ, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადსამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ-სამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ მომზადებასა და სპეციალური სასაზღვრო პოლიციური პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. სწავლების ხანგრძლივობა ხუთი თვეა და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

პროგრამის მიზანია სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ახალი კადრების მომზადება, საბაზისო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის არის საჭირო.

კომენტარები ()