imedi /  16 თებერვალი 2017, 15:23 / სანდო წყარო

იზორია სტოლტენბერგს შეხვდა

იენს სტოლტენბერგი
ლევან იზორია

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელთანაც მინისტერიალის ფარგლებში კომისიის სხდომა ტარდება.

განსახილველი საკითხები რეფორმები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები ()