imedi /  16 თებერვალი 2017, 16:32 / სანდო წყარო

სტოლტენბერგი: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მჭიდრო ურთიერთობები გვაშფოთებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეშფოთებულია რუსეთის მჭიდრო კავშირებით საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 16 თებერვალს საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული РИА ავრცელებს.

„ჩვენთვის სამწუხაროა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო ყველა საშუალებით დაეხმარება საქართველოს გახდეს ალიანსის წევრი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დღემდე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.  

კომენტარები ()