imedi /  14 მარტი 2017, 18:05 / სანდო წყარო

შსს-ს აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის ღია კარის დღე გაიმართა. აკადემიის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

შსს-ს აკადემიას საბაკალავრო პროგრამაზე 100 ადგილი აქვს გამოცხადებული. სტუდენტები გაივლიან საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ სასწავლო კურსებს, რომელთა გავლა მხოლოდ შსს-ს აკადემიაშია შესაძლებელი. ეს პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესაძენ კომპონენტებს.

სასწავლო პროცესს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტები წარუძღვებიან, რომლებიც სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს უახლესი მეთოდებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეასწავლიან.

კომენტარები ()