imedi /  16 მარტი 2017, 09:54 / სანდო წყარო

შსს-მ ნარკოტიკების შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

 

შსს-ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მოქალაქე თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები ()