imedi /  16 მარტი 2017, 11:33 / სანდო წყარო

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური გაქურდეს

შემთხვევის ადგილი
ქუთაისი

ყაჩაღობა მოხდა ქუთაისში. ნიკეას ქუჩაზე სამმა ნიღბიანმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. თანამშრომლების თქმით, წაღებულია 1500 ლარი. დაშავდა ბენზინგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი. ვაჟა ფხაკაძეს სახეზე დაზიანება აქვს მიყენებული. ის ყვება, რომ ნიღბიანები იარაღით მივიდნენ და ფული მოსთხოვეს. თანხის მიცემის შემდეგ სეიფის გასაღებიც მოითხოვეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ვაჟა ფხაკაძემ რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა. მოგვიანებით ის  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ფხაკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სახლში იმყოფება.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ვაჟა ფხაკაძე

კომენტარები ()