imedi /  16 მარტი 2017, 16:19 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურმა საბაჟო პუნქტებიდან არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი ამოიღო

8-11 მარტის პერიოდში, ყაზბეგისა და თბილისის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

მებაჟე ოფიცრებმა, შემოწმების შედეგად, ამოიღეს 136.78 გრამი არადეკლარირებული ოქრო  და 8.6 კილოგრამი ვერცხის ნაკეთობები. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 17,091.99 ლარია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა  17,091.99 ლარი დაეკისრათ.

9 მარტს, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტში ოქროს ნაკეთობების (279.85 გრამი) უკანონოდ შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. საქონლის ღირებულება 18,209.43 ლარია.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები ()