imedi /  16 მარტი 2017, 16:58 / სანდო წყარო

შსს-ს თანამშრომელმა საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა აზიდვებში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. 

შსს–ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსის განყოფილებას ხელმძღვანელმა სოსო ხუციშვილმა შებრუნებულ ცალ ხელზე 60 წამში 82 მოძრაობა შეასრულა. ამით მან მნიშვნელოვანი სხვაობით გადააჭარბა საჭირო რაოდენობას.

ხუციშვილს საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ათზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვებსა და ორძელზე ვარჯიშში. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

მან გასული წლის ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2013 წელს კი ბელფასტში, „პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადის“ ჩემპიონი გახდა.

კომენტარები ()