imedi /  19 მარტი 2017, 09:57 / სანდო წყარო

ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 148 აბი და მეტადონის შემცველი 22 აბი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

კომენტარები ()