imedi /  20 მარტი 2017, 13:10 / სანდო წყარო

გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფება

გიორგი მღებრიშვილი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს - ჟან ჟამბონს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერს, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში - დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს - იოჰანეს ჰანს შეხვდება.

გიორგი მღებრიშვილი ასევე სიტყვით გამოვა „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ (EPC) გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები ()