imedi /  20 მარტი 2017, 13:15 / სანდო წყარო

ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.  

კომენტარები ()