imedi /  20 მარტი 2017, 16:57 / სანდო წყარო

მთავარმა პროკურორმა ბათუმის მოვლენებზე ილაპარაკა

ირაკლი შოთაძე

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

"კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია. ნაწილს პატიმრობა შეეფარდა, ნაწილს - გირაო. საკმაოდ მოცულობითი საქმეა, რადგან არეულობაში ჩართული იყო საქართველოს ასობით მოქალაქე. შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩასატარებელი აქამდეც, და ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ

მთავარი პროკურორი ჟურნალისტებს დღეს მთავარ პროკურატურაში ესაუბრა, სადაც ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.    

კომენტარები ()