ეკონომიკა

22 ივნისი 2017, 20:26

ელექტრონული ტენდერების ჩატარების ახალი წესი 19 ივლისიდან ამოქმედდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ელექტრონული ტენდერების ჩატარების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც ძალაში შედის 19 ივლისიდან, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.

22 ივნისი 2017, 19:32

თბილისში მცხოვრებთა 92% ქვეყნის მთავარ საფრთხედ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს

კვლევითი ორგანიზაცია ACT Global-ი დაინტერესდა საკითხით, თუ რა ტიპის საფრთხეებს ელიან მომავალში თბილისის მცხოვრებლები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისი თბილისში ყველაზე რეალურ საფრთხედ მიაჩნიათ – 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა უკვე დგას ამ საფრთხის წინაშე.

22 ივნისი 2017, 17:19

მაისში ქართველმა ვიზიტორებმა საბანკო ბარათებით 103 მილიონი ლარი დახარჯეს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე მაისში 103 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და 49 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

22 ივნისი 2017, 17:05

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4080 ლარი გახდა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4080 ლარი გახდა. 1 ევროს ღირებულება კი 2.6881 ლარი გახდა.

22 ივნისი 2017, 17:01

რეგიონებში წყლის ტარიფი გათანაბრდება

ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, მარეგულირებულ კომისიას წყალმომარაგების კომპანიები პერიოდულად მიმართავენ. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში კომისია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტარიფის გადახედვას გეგმავს.

22 ივნისი 2017, 15:55

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მცირე მეწარმეების პრობლემებზე იმსჯელეს

პრობლემებზე საუბრისას პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ ძირითადი პრობლემებიდან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი სირთულეები, ასევე სავაჭრო ობიექტების მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე თანხების არდაბრუნების საკითხი დაასახელა.

22 ივნისი 2017, 15:49

ფართო ფორმატით ბეჭდვაში ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

საუბარია ინტერიერის და ექსტერიერის ნებისმიერი სახის ზედაპირის გაფორმებაზე. კომპანია გოფრირებული ქაღალდის და მუყაოს შესაფუთ მასალებსაც გამოუშვებს, ასევე - რეპროდუქციებს. "უვ პრინტი" მომხმარებელს მინის და კერამიკის ნაწარმზე ბეჭდვასაც შესთავაზებს. საწარმოში 430 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

22 ივნისი 2017, 15:05

სესხთან დაკავშირებით, სასამართლოში 116%-ით მეტი საქმე შევიდა

ორგანიზაციის სტატისტიკით, 2012-დან 2016 წლამდე სესხთან დაკავშირებით, სასამართლოში დაფიქსირებულ საქმეთა რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, 2012 წელს - სასამართლოში სესხთან დაკავშირებით, 1 583 საქმე შევიდა. 2013 წელს - 1 784; 2014 წელს - 2 685, 2015 წელს -5 838 საქმე, ხოლო 2016 წელს - 12 668 საქმე დაფიქსირდა.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}