imedi /  14 აპრილი 2017, 19:57 / სანდო წყარო

თბილისში აგროჰაბის კიდევ 2 მარკეტი გაიხსნება

თბილისში "აგროჰაბის" კიდევ 2 მარკეტი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა commersant-ი, მაღაზიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფილიალების ახალი მისამართები ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ისინი თბილისის ცენტრში გაიხსნება.  

"აგროჰაბის" მაღაზია თბილისში, მარშალ გელოვანზე, 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აგროჰაბი" ნატურალური, ეკოპროდუქტების მარკეტია. იმავდროულად, კომპანიას აქვს რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ნატურალურ რძის პროდუქტებს აწარმოებენ, რომელიც "აგროჰაბის" სახელით იყიდება. კომპანის აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმაც. მარკეტში გამზადებული კერძებიც იყიდება.

კომენტარები ()