imedi /  14 აპრილი 2017, 20:38 / სანდო წყარო

მარტში საარსებო მინიმუმი 284 ლარი გახდა

თბილისი

მარტში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმმა 169 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით, 1,6 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, - წერს bm.ge საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.

საქსტატის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა მარტში 150,3 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7,1 ლარით გაიზარდა. 

ოჯახის საშუალო საარსებო მინიმუმი 284 ლარი და 70 თეთრია. 

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, - ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 240,5 ლარია, სამსულიანის 270,6 ლარი, ხოლო ოთხსულიანი ოჯახის 300,7 ლარი. 

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებიით.

კომენტარები ()