imedi /  14 აპრილი 2017, 23:32 / სანდო წყარო

პარლამენტი: მეორე კვარტალში ეკონომიკის 3.9%-იანი ზრდა იქნება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლის მეორე კვარტლისათვის 3.9%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.1% აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს.

აქედან, ოფისის გათვლით, 3% მოხმარებაზე, 3,1% კი ინვესტიციებზე მოვა, ხოლო წმინდა ექსპორტი 2,2% იქნება. 

საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 4,1%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0,8%-ით აღემატება.

13 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამოქვეყნდა. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3.5 % იქნება. შარშან 2017 წლის პროგნოზი ჯერ 5.2 %, მოგვიანებით კი, 4 % იყო.  

კომენტარები ()