imedi /  18 აპრილი 2017, 10:04 / სანდო წყარო

სავალუტო ფონდი: საქართველოში 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა 2020 წლისთვის არის მოსალოდნელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკური ზრდა 2020 წლისთვის არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.  

სავალუტო ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ მშპ-ს 5,5%-იან ზრდას 2020 წლისთვის ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში სტრუქტურული რეფორმებით მშპ-ს 1%-მდე ზრდაა პროგნოზირებული.

ლარის გაუფასურების, გადასახადების ზრდისა და მაღალი სასაქონლო ფასების გავლენით, სავალუტო ფონდი ინფლაციის მიზნობრივ, 4%-იან მაჩვენებელზე მეტად გაზრდას ელოდება. ინფლაციის 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირებას სავალუტო ფონდი 2018 წლიდან პროგნოზირებს.

სავალუტო ფონდმა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ შეამცირა, - ოქტომბერში IMF ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ნოემბერში კი 4%-იანს.

კომენტარები ()