imedi /  18 აპრილი 2017, 12:58 / სანდო წყარო

საქართველოში ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 24,4%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 5 071 შეადგინა, მათგან 95.4% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 4.6% -არასამეწარმეო.

მარტის მონაცემებით, ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი2010=100) 1.159 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. მარტის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (24.4%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (3.3%-ით) შედარებით.

2017 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 24.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 33.9%-ით გაიზარდა.

განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა.

კომენტარები ()