imedi /  18 აპრილი 2017, 13:19 / სანდო წყარო

ტურისტულმა სააგენტომ მწვადის ინდექსი დათვალა

ტურისტული კომპანია Aviasales-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს შორის, თბილისში მწვადი ყველაზე იაფი ღირს.

რუსულმა ტურისტულმა ორგანიზაციამ დათვალა ე.წ. "მწვადის ინდექსი" - რამდენი შამფური მწვადის შეძენაა შესაძლებელი 1000 რუბლად. 1000 რუბლი დღევანდელი კურსით, 42 ლარი, 17.66 დოლარი ან 16.6 ევროა.

აღმოჩნდა, რომ ამ ფასად თბილისში 10 შამფური მწვადის ყიდვაა შესაძლებელი, სანქტ-პეტერბურგში - 8, პრაღაში - 7, ბარსელონაში კი 6.

4 შამფური მწვადის ყიდვა შეუძლია ადამიანს 16.6 ევროდ პარიზში, ხოლო თელ-ავივში მხოლოდ 4 შამფურის.

არსებობს ხაჭაპურის ინდექსიც, რომელიც თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების არა ქართული საბაზრო ღირებულების, არამედ ადგილობრივი ფასების მიხედვით დათვალა. მაგალითად, იმერული ყველის ნაცვლად, დათვლილია ყველის უცხოური სახეობის ღირებულება.

კომენტარები ()