imedi /  19 აპრილი 2017, 16:36 / სანდო წყარო

ამერიკაში მარიხუანის პირველი მაღაზია იხსნება

მარიხუანის მაღაზია პრაღაში

ამერიკაში, არიზონის შტატში მარიხუანის პირველი Drive-Thru აფთიაქი 20 აპრილს გაიხსნება. ინფორმაციას Time ავრცელებს.

დაწესებულების დირექტორის, მარკ სმიტის თქმით, ის არ ელოდა აფთიაქის გახსნის შესახებ მედიის მხრიდან ასეთ დიდ გამოხმაურებას. 

"აფთიაქის გახსნის აუცილებლობას მაშინ მივხვდი, როდესაც დავინახე, რომ მომხმარებლები ითხოვდნენ მსგავსი სერვისის მიწოდებას," - ამბობს სმიტი.

მაღაზია მარიხუანას შაბათ-კვირას გაყიდის ხოლმე. მსურველებს მისი შეძენა საღამოს 4 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ.

დაწესებულება გაკონტროლდება იმ რეგულაციებით, რომელიც ზოგადად მარიხუანის გაყიდვაზე ვრცელდება. კონკრეტულად კი, მაღაზიაში აკრძალული იქნება 21 წლამდე პირისთვის ნარკოტიკული საშუალების მიყიდვა.

ამერიკაში მარიხუანის ბიზნესს ლეგალურად აწარმოებენ Snoop Dog-ი და ვუპი გოლდბერგი. ქალებისთვის მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებლად მსახიობმა ვუპი გოლდბერგმა მარიხუანის შემცველობით დამზადებული წამალი სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა.

კომენტარები ()