Imedi /  20 აპრილი 2017, 13:20 / სანდო წყარო

საპარტნიორო ფონდმა NATA Holding-თან მემორანდუმი გააფორმა

დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდმა თურქულ NATA Holding-თან მემორანდუმი გააფორმა.

მხარეები თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. NATA Holding-ის ქარხნების და საწარმოო ხაზების შესწავლის შემდეგ, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ერთ-ერთი მათგანის ანალოგი განხორციელდება.

"თურქეთი საქართველოს მეგობარი, მთავარი სტრატეგიული, სავაჭრო პარტნიორია. NATA Holding-ი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა წარმატებული იქნება", - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

კომენტარები ()