imedi /  21 აპრილი 2017, 11:43 / სანდო წყარო

გახარია: უნგრელი ბიზნესმენები წყლის რესურსებით და სოფლის მეურნეობით დაინტერესდნენ

გიორგი გახარია საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გახსნა. ბიზნესფორუმის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ უნგრელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარიამ მედიასთან საუბარში თქვა, რომ უნგრელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ქართული ფარმაცევტული სფეროთი, ასევე წყლის რესურსებით და სოფლის მეურნეობით.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით კი, ეკონომიკური თვალსაზრისით კავკასიის რეგიონში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით შეასრულა და უნგრეთს აქვს შესაძლებლობა ითანამშრომლოს საქართველოსთან.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარეობს 47 უნგრელი ბიზნესმენი ქართველ კოლეგებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივ პროექტებზე დახურულ კარს მიღმა საუბრობენ. ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავენ.

საქართველოს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გუშინ ეწვია.

კომენტარები ()