imedi /  21 აპრილი 2017, 11:49 / სანდო წყარო

ქუმსიშვილი: კომპანია „Fitch-მა” საქართველოში მიმდინარე ფისკალური პოლიტიკა პოზიტიურად შეაფასა

დიმიტრი ქუმსიშვილი
ტონი სტრინგერი

"სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ასევე მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა. პირველი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა Fitch Ratings -ის მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება და საფონანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

კომენტარები ()