imedi /  21 აპრილი 2017, 15:42 / სანდო წყარო

წყალმომარაგების ქსელს თბილისში 35 000 ახალი აბონენტი მიემატება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისში სერვისებს აფართოებს. კომპანიას მაგისტრალური ქსელი დედაქალაქის ახალშემოერთებულ რაიონებში გაყავს. სამგორის რაიონის იმ დასახლებაში,სადაც დღემდე არასდროს ყოფილა წყალმომარაგების სისტემა, კომპანია მაგისტრალურ ქსელს მოაწყობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თბილისის მერია გზის ახალ საფარს დააგებს.

პროექტი 4 ეტაპიანია. ჯამში კომპანია 12 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების სისტემას ააშენებს, რომელიც 35 000 აბონენტს მოემსახურება.

კომენტარები ()