imedi /  21 აპრილი 2017, 18:11 / სანდო წყარო

WizzAir-ი ქართველებს იაფად მოგზაურობისთვის რჩევებს აძლევს

იაფი მოგზაურობის შესახებ ქართველი მგზავრებისთვის WizzAir-ის დირექტორის რჩევებს Bm აქვეყნებს.

პირველი, რის გათვალისწინებასაც ავიაკომპანიის დირექტორი, ჯოზეფ ვარადი მომხმარებელს ურჩევს, ბილეთის ადრე შეძენაა: 

"რაც უფრო ადრე იყიდით ბილეთს, მით უფრო იაფი იქნება ის. ბაზარზე მინიმალური ფასი 45 ლარია, საშუალო ფასი კი 150 ლარია. თუმცა, თუ მომხმარებელი დაგვიანებით, ფრენამდე 2 საათით ადრე შეიძენს ბილეთს, მაშინ მისი ფასი 400-500 ლარამდეც იზრდება", - ამბობს ის. 

მეორეა სეზონურობა: "ზაფხული, საშობაო და სააღდგომო პერიოდი ძალიან დატვირთულა. ბილეთები შედარებით იაფია, მაგალითად, თებერვალსა და ნოემბერში. ზაფხულის პერიოდიკი ყველა ბაზარზე დატვირთული და შესაბამისად შედარებით ძვირია", - ამბობს WizzAir-ის დირექტორი.

კომენტარები ()