imedi /  21 აპრილი 2017, 20:13 / სანდო წყარო

ავიარეისები ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიე 21 ივნისიდან დაიწყება

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ საქართველოში ოპერირებას ახალი მიმართულებიდან იწყებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან განხორციელდება.

ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიეს საჰაერო ხაზზე ოპერირებას უკრაინული ავიაკომპანია “Ukraine International Airlines“ 2017 წლის 21 ივნისიდან დაიწყებს. რეისები 15 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737, Airbus A320/321 და EMBRAER ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ოპერირების ნებართვა „Ukraine International Airlines“-ს დღეს მიენიჭა.

კომენტარები ()