imedi /  05 მაისი 2017, 19:10 / სანდო წყარო

ყაზახური ავიაკომპანია საქართველოში ახალი მიმართულებით ფრენებს იწყებს

ყაზახურi ავიაკომპანია “SCAT Airlines” საქართველოში ფრენებს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს. ავიაკომპანია აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 22 მაისიდან ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება;

აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 ივნისიდან ასევე ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას განხორციელდება;

რეგულარული რეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

აქტაუ-ქუთაისი-აქტაუ წარმოადგენს ახალ მიმართულებას “SCAT Airlines”-სთვის. აქტაუ-ბათუმი-აქტაუს საჰაერო ხაზზე ოპერირება კი ყაზახურმა ავიაკომპანიამ გასულ წელს დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 5 მაისს მიანიჭა.

კომენტარები ()