imedi /  12 მაისი 2017, 10:29 / სანდო წყარო

ახალ შვეიცარიულ 20-ფრანკიანზე პეპლებია გამოსახული

ახალი 20 ფრანკიანი

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ახალი 20-ფრანკიანი ბანკნოტი წარმოადგინა.

გამოცემა The Local-ის ცნობით, ახალი ბანკნოტის ძირითადი მოტივი ფერია. ნომინალის ერთ მხარეს დედამიწა და ადამიანის ხელია გამოსახული, რომელშიც მზის სხივი გადის. სიახლე ისაა, რომ კუპიურის მეორე მხარეს პეპლებია აღბეჭდილი. „ბანკნოტზე პეპლების ფრთების ფერია გამოსახული, რაც ბუნების მრავალფეროვნების აღქმის საშუალებას გვაძლევს“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

განახლებული კუპიურა მიმოქცევაში 17 მაისიდან გამოვა. შვეიცარიის ცენტრალური ბანკი გეგმავს 2019 წლისთვის ახალი 100, 200 და 1000 ფრანკის გამოშვებას. 2018 წელს კი ახალი 10-ფრანკიანი გამოვა.

ახალი შვეიცარიული 50-ფრანკიანი, რომელიც 2016 წელს გამოუშვეს, ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციის ვერსიით, წლის საუკეთესო ბანკნოტი გახდა. 

კომენტარები ()