imedi /  12 მაისი 2017, 17:45 / სანდო წყარო

რკინიგზა ერთი ფანჯრის პრინციპს ნერგავს

საქართველოს რკინიგზა გადამზიდავებისთვის ახალ სერვისს ნერგავს. ინფორმაცია რკინიგზის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზეტანცია დღეს გაიმართა. ნოვაცია დაფუძნებულია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისათვის მოსახერხებელ ერთი ფანჯრის პრინციპზე. აღნიშნული სისტემის საშუალებით კლიენტის მიერ გადაზიდვის დოკუმენტების ფორმირება ოფისიდან გაუსვლელად ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ტვირთმფლობელები და ექსპედიოტრები. ასევე, სატვირთო პორცესებთან დაკავშირებული პირები.

 

კომენტარები ()